ნინო ჩოგოვაძე, მედიცინის დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოქირურგი:
“საშვილოსნოს ყელის კიბო, სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ეს არის დაავადება, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ მისი დიაგნოსტირება ძალიან გვიან სტადიაზე ხდება. საბედნიეროდ, ეს ერთ-ერთია იმ სიმსივნეებს შორის, რომლის სკრინინგი და დიაგნოსტიკაც შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 25-დან 60 წლამდე ქალბატონებისთვის საშვილოსნოს ყელის სკრინინგი სრულიად უფასოა. მე, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე ონკოქირურგს, მინახავს ბევრი ქალბატონი, რომელიც გამოკვლევაზე არ მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ დიაგნოზის ეშინია. მინდა დავამშვიდო ქალბატონები, რომ თავად გამოკვლევა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ჩატარება ნამდვილად ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარულს, ახლობლებზე ზრუნვას და მშვიდ მომავალს. იზრუნეთ თქვენს მომავალზე, ჩაიტარეთ სკრინინგი. ადრეული დიაგნოზი თქვენი ჯანმრთელობისა და სრული განკურნების საწინდარია. თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე თქვენს ხელშია!”
✔️ ვიდეო მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის “კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.
➡️ პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაავადებათა კონტროლის და “საზოგადიებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან” და ა(ა) იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან” თანამშრომლობით