ოზურგეთში კიბოს სკრინინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და უფასო აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით

20 ოქტომბერს ოზურგეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს აწარმოებდა.

მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა.

საინფორმაციო შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით გაიმართა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა