სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი მომავლის მხარდასაჭერად!
ქ. ახალციხეში სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი” და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბელა ავალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ ოთარ ჩოკოშვილმა.
პარტნიორობის მთავარი მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით ცნობიერების ამაღლება.
მემორანდუმის ფარგლებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ერთობლივად განხორციელდება საგანმანათლებლო აქტივობები:
ლექციები
ტრენინგები
კონფერენციები
ერთობლივი ძალისხმევით, მხარეები ხელს შეუწყობენ ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

