კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” წიგნის – “მოთხრობები სკრინინგზე” პრეზენტაცია გამართა.

წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი მწერლების: თამარ გოდერიძის, გიორგი კეკელიძის, ნინო თარხნიშვილის, რევაზ ჯორბენაძის(არმაზ ბეკარი), რეზო გეთიაშვილისა და ნიკოლოზ ტოტოღაშვილის ნაწარმოებები.

“მოთხრობები სკრინინგზე” – შეიქმნა კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით.

აღნიშნული წიგნის შექმნის იდეას საფუძველი ჩაეყარა 2024 წლის 14 დეკემბერს კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში “ბერი ანდრეას საქველმოქმედო ფონდში” ყოფილი ონკოპაციენტებისა და თანამედროვე მწერლების შეხვედრის საღამოზე, სადაც ყოფილმა ონკოპაციენტებმა პოეტებსა და პროზაიკოსებს კიბოზე გამარჯვების პირადი, უნიკალური გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თანამედროვე ქართველი მწერლები, ონკოლოგიური სფეროს წამყვანი სპეციალისტები, პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გაიმართა “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა” და “საქართველოს მედიკოსთა უწყვეტი სამედიცინო განათლების ფედერაციის” ორგანიზებით.

პროექტის იდეის ავტორი –

მეგი საჯაია, ა(ა)იპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, ჟურნალისტი, კომუნიკაციის ექსპერტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი

პროექტის ხელმძღვანელი-

თამარ გოდერიძე, ა(ა)იპ “სა ქართველოს მედიკოსთა უწყვეტი სამედიცინო

განათლების ფედერაციის” დირექტორი, ექიმი, საქართველოს უნივერსიტეტის

ასოცირებული პროფესორი, განათლების ხარისხის ავტორიზაციისა და

აკრედიტაციის ექსპერტი

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „ოპიზარსა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა

სათაური: კოლეჯ „ფანასკერტელში“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა