კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საგანმანათლებლო სემინარი გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტები, პროფესიული მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომელები.
სემინარს დარგის წამყვანი სპეციალისტი, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე უღძვებოდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიასა და ამოცანებზე „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ დირექტორმა, კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტმა მეგი საჯაიამ ისაუბრა.
პროექტი, რომელიც აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებას, მცდარი შეხედულებების მსხვრევასა და დაავადებათა დროული გამოვლენის ხელშეწყობას.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ჩატარდა.













