“კარფურის” “ისთ ფოინთის” ფილიალში სისხლის დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 აგვისტოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით “კარფურის” “ისთ ფოინთის” ფილიალში დასაქმებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო რეგულარული დონაციის მნიშვნელობის, სისხლის პროდუქტების საჭიროებისა და დონაციის პროცესის უსაფრთხოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ და საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

ეროვნული კამპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და უანგარო, რეგულარული დონორების მოზიდვა და შენარჩუნება ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.

კამპანიის ფარგლებში თბილისსა და დიდ ქალაქებში სისხლის უანგარო დონაციის აქციები და საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტურ თვითმმართველობებთან, მსხვილ დამსაქმებლებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, არასამთავრობო, მედია ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ჩატარდება.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა