კამპანიის “გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე” ფარგლებში ექიმებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს

გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა მხარდამჭერ ორგანიზაციებთან (საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია და საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი) თანამშრომლობით სისხლის უანგარო დონორობის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში დაიწყო სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას სახელწოდებით “გავუზიაროთ ერთმანეთს სიცოცხლე”.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 17 სექტემბერს სისხლის უანგარო დონაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
ექიმებმა და სამედიცინო პერსონალმა, რომლებსაც კარგად ესმით სისხლის მარაგების სასიცოხლო მნიშვნელობა, პაციენტთა დასახმარებლად სისხლი უანგაროდ გაიღეს!
აქციაში ამჯერად სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო “იმედის კლინიკის”, კლინიკა “ემნედიცის” და კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები ჩაერთნენ!
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს:
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენთან შეიძლება დასჭირდეს სისხლი სიცოცხლის შესანარჩუნებლად!
სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს!
სისხლის პროდუქტების მიღების ერთერთი გზა სისხლის ჩაბარებაა!
ერთ უანგარო დონორს, ერთჯერადი დონაციით სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა