დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

დაბა აგარის პროფესიულ საგანამანათლებლო ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის -„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში სემინარი ჩატარდა.

სემინარს უძღვებოდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – მაია ცინცაძე, რომელმაც კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე.

საგანმანათლებლო კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ,,საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი – მეგი საჯაია ესაუბრა.

“კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე დროული მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება”.

კამპანია მიმდინარეობს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი გაიმართა