გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა.

სემინარი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ჩატარდა, მიმდინარე საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

სემინარს უძღვებოდა თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე. მან დამსწრე აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია გააცნო აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების გზებზე, პრევენციაზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე.

კამპანიის მიზნებსა და ამოცანებზე სემინარის მონაწილეებს ესაუბრა „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ დირექტორი და კამპანიის კომუნიკაციის ექსპერტი მეგი საჯაია. მის მიერ წარმოდგენილი იყო ძირითადი მოლოდინები კამპანიიდან, რაც მოიცავს ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებას, სტიგმის შემცირებას, მოტივაციის გაზრდას ტესტირებისა და მკურნალობის მიმართ, ასევე გავრცელებული მცდარი შეხედულებების შეცვლას.

სემინარის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სპეციალურად კამპანიისთვის მომზადებული საინფორმაციო მასალები, ხოლო სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა შესაბამისი თემატიკის ვიდეორგოლები.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი გაიმართა