“ბერი ანდრეას ფონდში” ონკოპაციენტებმა მწერლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

14 დეკემბერს კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში “ბერი ანდრეას საქველმოქმედო ფონდში” ყოფილი ონკოპაციენტებისა და თანამედროვე მწერლების შეხვედრა გაიმართა.
“ევროპა დონა ჯორჯიას”, “ჰოუფის” და “ბერი ანდრეას ფონდის” წევრებმა პოეტებსა და პროზაიკოსებს კიბოზე გამარჯვების პირადი, უნიკალური გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე ქართველი ლიტერატორებისთვის ონკოლოგიური პაციენტების განცდების, ემოციებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაცნობა, რომელსაც ისინი დიაგნოზის დასმიდან გამოჯანმრთელებისაკენ მიმავალ რთულ და გრძელ გზაზე განიცდიან.
ღონისძიებაზე გაიმართა ასევე “ბერი ანდრეას საქველმოქმედო ფონდის” შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.
დამსწრე საზოგადოებას სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ექიმი და მწერალი თამარ გოდერიძე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მწერლებმა ონკოპაციენტთა სათემო ორგანიზაციის წევრებს საკუთარი წიგნები უსახსოვრეს და სურვილი გამოთქვეს, რომ შემოქმედებაში ასახონ ის სიძნელეებით სავსე, სულშიჩამწვდომი ისტორიები, რომელიც სიმსივნეზე გამარჯვებული ქალების სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილისა და მებრძოლი ხასიათის შემწეობით, ბედნიერად დასრულდა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

ხაშურში, კოლეჯში „ქართლი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის თემაზე საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის – „მოთხრობები სკრინინგზე“ – პრეზენტაცია გაიმართა