31 ოქტომბერს ახალციხეში კიბოს სკირინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური გუნდი სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ გამოკვლევებს აწარმოებდა.
აქციის ფარგლებში კუთვნილი კვლევებით 100-ზე მეტმა ქალბატონმა ისარგებლა.
პარალელურად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
დამსწრე საზოგადოებას კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამისა და აპვ ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ცენტრის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე და ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელი მეგი საჯაია ესაუბრა.
საინფორმაციო შეხვედრას სოფლებში მერიის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.













