ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ანა თოდუასიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებითგავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

საშვილოსნოს ყელის კიბო თავიდან აცილება და დამარცხება HPV ვაქცინაციითა და სკრინინგით შესაძლებელია!

საშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობისერთერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთიყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ესვერაგი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და მაშინ ვლინდება, როცაბრძოლა უკვე ძალიან რთულია.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთერთია იმ დაავადებათაგანრომლისთავიდან აცილებაც სრულად შესაძლებელია. HPV-ის (ადამიანისპაპილომავირუსის) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგიმისი პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა!

ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის შენარჩუნებას, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია დაავადების აღმოჩენა დამკურნალობა ადრეულ ეტაპზე.

ეს ანა თოდუას ისტორიაა – 47 წლის ქალი, სამი შვილის დედა და ზუგდიდისმუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისმასწავლებელი, რომელმაც საშვილოსნოს ყელის კიბო დაამარცხა!

2018 წლის იანვრის ბოლოსმეგობრის დაჟინებული თხოვნითწავედისკრინინგის ჩასატარებლად,“ – გვიყვება ანა თოდუა. – „ჩემი მეგობარიზუგდიდში სკრინინგის პროგრამების კოორდინატორი იყო. პირველივეგამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ რაღაც რიგზე არ გახლდათ. დამატებითმაკვლევებმა კი აჩვენა, რომ მქონდა საშვილოსნოს ყელის მეორე სტადიისსიმსივნე.“

დიაგნოზის წაკითხვა ადვილი არ იყო, – იხსენებს ანა, – თუმცა მაშინვეგავიაზრერომ ბრძოლა უნდა დამეწყოარ მქონდა უფლებადავნებებულიყავი.

ბრძოლა მეორე დღიდანვე დაიწყო. პარალელურად ანამ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია იკისრა – საუბარი იმაზერაზეც ბევრიჩუმად არის.

Facebook-ზე ხშირად ვწერდი პოსტებსალბათ ქვეცნობიერად მეშინოდა დამინდოდაეს შიში გარეთ გამომეტანამინდოდავყოფილიყავი მაგალითისხვა ქალებისთვისრომლებიც ახლა გადიან ამ რთულ გზას.

სწორედ ამ შემართებით შეხვდა ის მკურნალობის ყველაზე მძიმე ეტაპს –ქიმიოთერაპიას:

პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ პოსტი დავწერე,  ასეთი შინაარსით: ‘სიყვარული არის ქიმიამუცელში პეპლები დაფარფატებენ… და თუ ეს ასეამაშინ ქიმიას ვიღებ როგორც ახალი ცხოვრების სიყვარულს! ეს ყველაფერიძალიან ემოციური იყოთუმცა  შემართებით ვიყავი  ვიბრძოდისიცოცხლისთვის!

გავიდა შვიდი წელი. ანა რეგულარულად იტარებს კვლევებს და ამბობსრომმისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა  აქვს მადლიერების საოცარიგრძნობა ყოველი გათენებული დღისთვის.

ყოველ დილითროცა ზღურბლს ვაბიჯებმადლობას ვუხდი უფალსა დასამყაროს იმისთვისრაც ამ მომენტში მაქვსარასდროს მავიწყდებარომსიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლასიცოცხლით ვტკბები!

საქართველოში სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2008 წლიდან (თბილისში) და 2011 წლიდან – ქვეყნის მასშტაბით, თუმცამოსახლეობის ჩართულობაგანსაკუთრებით რეგიონებშიკვლავ დაბალია.

ძალიან დაბალია სამედიცინო დაწესებულებებისადმი ნდობა რეგიონებში,– ამბობს ანა თოდუა. – თავიდან ბევრს ეგონარომ ზუგდიდში ჩატარებულისკრინინგი არ იქნებოდა სანდომაგრამ მე ყველას ვეუბნებოდიზუგდიდისსკრინინგ ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითმუშაობენგამოცდილი სპეციალისტებიხოლო ნიმუშები იგზავნება თბილისში.

როგორც კი ჩემი დიაგნოზი გავიგემაშინვე დავიწყე საუბარი სკრინინგისაუცილებლობაზეჩემს სამსახურში ყველა ქალმა ჩაიტარა გამოკვლევა – ჩემი მაგალითით მათაც დაიწყეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვამაგრამეს იყო მხოლოდ ზღვაში წვეთისაჭიროა სკრინინგის სარგებელზე დამნიშვნელობაზე განუწყვეტლივ ვისაუბროთ.

ანა დღესაც აგრძელებს ბრძოლას  ოღონდ უკვე სხვა ქალებისსიცოცხლისთვის:

სკრინინგი ყველაზე დიდი საჩუქარია ქალებისთვისიზრუნო საკუთართავზე ნიშნავს იზრუნო იმ ადამიანებზევინც შენს გვერდით ცხოვრობენრადგან შენ მათთვის ძალიან ძვირფასი ხარროცა ქალი ცოცხალია დაბედნიერია  მისი ოჯახიც ბედნიერია.

ანა თოდუა მოუწოდებს ყველა ქალს, ვინც დაავადებას მოერია, რომ არგაჩუმდნენ და გახდნენ მაგალითი სხვებისთვის:

„ვისაუბროთ ამაზე ხმამაღლა! ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და ერთადდავდგეთ სხვა ქალების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მოვუწოდებ ყველაქალსგიყვარდეთ საკუთარი თავიიარეთ ექიმთანჩაიტარეთ სკრინინგიიყავით ლაღებიბედნიერები და მშვიდებიმით უმეტეს, 25-დან 60 წლამდეასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა. არ შეუშინდეთგამოწვევებს – გამოწვევების დაძლევა შეიძლება, დაგვიანება კი შეიძლებაფატალური აღმოჩნდეს!“

სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილიპროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება