ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორის – „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ საკომუნიკაციო/საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში აკადემიის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა.
სემინარს უძღვებოდა თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე, რომელმაც სტუდენტებსა და პედაგოგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აივ/შიდსისა და ტუბერკულზის გავრცელების, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თაობაზე.
საგანმანათლებლო კამპანიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი, კამპანიის კომუნიაციის ექსპერტი მეგი საჯაია ესაუბრა.
კამპანიის მიზანია აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაუმჯობესება, ნეგატიური და მცდარი შეხედულებების შეცვლა, გამოკვლევაზე მიმართვიანობის მოტივაციის გაზრდა და დამოკიდებულებისა და სტიგმის პოზიტიური ცვლილება.