ქუთაისში, ა. წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

29 ნოემბერს ქ.ქუთაისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

დამსწრე აუდიტორიას ეროვნული კამპანიის მიზნებზე, კამპანიის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებზე და სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობაზე “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორი მეგი საჯაია ესაუბრა.

აღნიშნულ კამპანიაში სტუდენტების ჩართულობის უმნიშვნელოვანეს როლზე აქცენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ გააკეთა.

სტუდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.

სისხლის უანგარო დონაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები და დონაციის აქციები აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, რაც მოსახლეობაში უანგარო დონაციის პოპულარიზაციას ემსახურება.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს