ქარელში კიბოს სკრინინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და უფასო გამოკვლევები ჩატარდა

25 ნოემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პარალელურად საქართველოს კლინიკების ქარელის ჰოსპიტალში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით სკრინინგ აქცია მიმდინარეობდა.
ქარელის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მთელი დღის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით უფასოდ ესარგებლა.
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ქარელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით,
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ქარელის ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს