„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთაში კოვიდდადებით, სოციალურად დაუცველ პაციენტებს მედიკამენტები გადასცა

“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა. ფედერაციის დამფუძნებლთა ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.
“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ინიციატივას მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცეთ ყველა მარტოხელა და სოციალურად დაუცველი კოვიდინფიცირებულებს, ამ ეტაპზე კომპანია „ავერსი“ და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ანა აბრამიშვილი გამოეხმაურა, რომლის ბებიამ კორონავირუსი სწორედ მცხეთის კოვიდ-კლინიკაში დაამარცხა.
შეხვედრას ესწრებოდნენ; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, სოციალურის სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე , სოციალური განყოფილების უფროსი რაული ხუბაშვილი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი მეგი საჯაია, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის იურისტი, სამედიცინო სამართლის დოქტორანტი, ადვოკატი თამთა თვალავაძე
“საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია” მადლობას უხდის ავერსის საქველმოქმედო ფონდს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ანა აბრამიშვილს

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს