საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სისხლის დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

14 ნოემბერს 14:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი, კამპანიის ექსპერტი მაია ბეროძე სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ესაუბრა.
დამსწრე აუდიტორიას ეროვნული კამპანიის მიზნებისა და სისხლის ახალი სისტემის შესახებ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მეგი საჯაიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ლადო გაბეჩავამ მიაწოდა ინფორმაცია.
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.
ამავდროულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გამოწვევა და ჩაერთვებიან სისხლის უანგარო დონაციის აქციაში, რომელიც 15 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში 11:00 დან 15:00 საათამდე გაიმართება.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს