საზოგადოებრივ მაუწყებელში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტებთან, პროდუსერებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი, კამპანიის ექსპერტი მაია ბეროძე სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ესაუბრა.
დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბაერიების კვლევაში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიის როლის განსაკუთრებული საჭიროების განსაზღვრა და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციისა და უანგარო, რეგულარული დონორების მოზიდვისა და შენარჩუნების კამპანიებში.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს