საგარეჯოში, პროექტ „უსაფრთხო სოფლის“ ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის -#გიორგი #ერბოწონაშვილის ინიციატივით, კორონას პრევენციის მიზნით და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, შეძენილი იქნა 200 ლიტრი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი გარეპერიმეტრების დასამუშავებლად. #დღეს, მერიის ორგანიზებით, შპს “პროგრესი 2011”-ის დასუფთავების ჯგუფმა ქალაქ საგარეჯოში, თავშეყრის ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა. დამუშავდა ბანკების, მაღაზიების შესასვლელები და ქუჩის ტროტუარები. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უახლოეს დღეებში აქტიურად გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.
მადლობა ბატონ თენგიზ ცეცხლაძეს და #უსაფრთხოსოფელს დამატებით, 100 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის საჩუქრად გადმოცემისთვის

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს