კოვიდ-19-ის გავლენა აივ/შიდსსა და ტუბერკულოზზე – კვლევის შედეგები წარადგინეს

23 დეკემბერს ააიპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ კვლევის – “კოვიდ 19-ის გავლენის შეფასება აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნულ პასუხებზე, არსებული ღიობების გამოვლენა და გამოსავლების გაუმჯობესება” შედეგები წარადგინა.

კვლევა განხორციელდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი.

კვლევის შედეგების შესახებ მოხსენება გააკეთა “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” თავმჯდომარემ, კვლევის ხელმძღვანელმა ოთარ ჩოკოშვილმა.

ხარისხობრივი კვლევის მიგნებების შესახებ ისაუბრა პროექტის მთავარმა მკვლევარმა, „ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელმა“ გიორგი ბახტურიძემ.

სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ:

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის,

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის,

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის

თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის,

სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს პაციენტთა კავშირი“, „თანადგომა“, „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“, „თანასწორობის მოძრაობა“, “TB people” – წარმომადგებლები.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს