კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

19 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვდრას ესწრებოდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, აღნიშნული პროგრამის მოცვის მაჩვენებლების, კიბოს სკრინინგის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზნისა და 2022 წლის კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლელა სტურუამ და მარინა თოფურიძემ მოხსენება გააკეთეს.

კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე დაავადების მკურნალობაში – ონკოლოგებმა დინა ქურდიანმა და რემა ღვამიჩავამ ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ და სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ კამპანიაში ჩართული კლინიკებისა და სათემო ორგანიზაციების წევრებმა.

დასკვნითი ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით გაიმართა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს