“იმედის კლინიკაში” სისხლის უანგარო დონაციის აქცია და საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

15 ნოემბერს სამშობიარო სახლსა და პედიატრიულ საავადმყოფო “იმედის კლინიკაში” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით კლინიკის მედპერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა და სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობის, საჭიროებისა და სისხლის ახალი სისტემის შესახებ ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი მაია ბეროძე ესაუბრა.

კამპანიის მიზნებისა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მიაწოდა.

“იმედის კლინიკის” თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბარიერების კვლევაში.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა