თსსუ-ში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და აქცია ჩატარდა

23 ოქტომბერს 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით და თსსუ სტუდენტური თვიმმართველობის ჩართულობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ჰემატოლოგ-ტრანფუზიოლოგი, კამპანიის ექსპერტი მაია ბეროძე სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ესაუბრა.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული კამპანიის ფარგლებში დადგემილ სისხლის უანგარო დონაციის ბაერიების კვლევაში.

ამავდროულად უნივერსიტეტის სტუდენტები უანგაროდ ჩაერთნენ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ეროვნული კამპანიის ფარგლებში “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” პერსონალმა ჩაატარა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს