თელავში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მონაწილეობით კიბოს სკრინინგის შესახებ საღამო გაიმართა

3 დეკემბერს თელავში გამარჯვებულ ქალთა კლუბი / Winner Women’s Club წევრი, ყოფილი ონკოპაციენტების მონაწილეობოთ სალონური საღამო გაიმართა, სადაც პაციენტებმა ლიკა გოცირიძემ, ნატო ცხვირავაშვილმა და ლეილა ლეგაშვილმა გამარჯვების ისტორიები და პირადი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

ასევე სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ექსპერტებმა – ონკოლოგმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ, “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორმა თეონა თოდუამ.

საღამოზე ყოფილი ონკოპაციენტების მონაწილეობით შექმნილი ფილმის ჩვენება გაიმართა.

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს

ნინო მაღრაძის ისტორია: ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება

ექსპერტებმა საქართველოს კიბოს სკრინინგის პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

დაბა აგარის პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ სემინარი ჩატარდა