ეროვნულ ბიბლიოთეკაში სისხლის დონაციისადმი მიძღვნილი გამოფენა-დაჯილდოვება გაიმართა

სისხლის უანგარო დონორობისადმი მიძღვნილი ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოვება!
სამშაბათს, 21 დეკემბერს, 12 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ააიპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება და ნამუშევრების გამოფენა გაიმართა!
კონკურსის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებში სისხლის უანგარო დონორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი, როგორც მომავალი დონორებისა და მოხალისეების უმნიშვნელოვანესი როლის ხაზგასმა სისხლის უანგარო დონორობის განვითარებაში!
კონკურსის მონაწილეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა კონკურსში მონაწილეობისათვის და თემის პოპულარიზაციისათვის.
კონკურსანტები ასევე დააჯილდოვა “პე ეს პემ”, „კარფურმა“ და ააიპ “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ”.
კონკურსი ჩატარდა „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის „სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის“ კომპონენტის ფარგლებში

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს