გორში, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში კიბოს სკრინინგის აქცია და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

3 ნოემბერს, გორში, ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია გაიმართა.

ორმოცამდე ქალბატონმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით ადგილზე ისარგებლა.

საინფორმაციო შეხვედრას ონკო-გინეკოლოგი, კამპანიის ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი, ონკო-გინეკოლოგი დინა ქურდიანი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ხელმძღვანელი მეგი საჯაია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი ეკა ქორჩაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და აპვ ვაქცინაციის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ნიქოზში კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს