აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში კიბოს სკრინინგის საგანმანათლებლო კამპანიის ღონისძიება ჩატარდა

14 ნოემბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და საგანმათლებლო ეროვნული კამპანიის ფარგლებში კრეატიული ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, რომელიც შეკრებილ აკადემიურ პერსონალს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროგრამაში ჩართვისაკენ მოუწოდა

კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაში სტუდენტებისა და განსაკუთრებით მომავალი ექიმების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა გიორგი გაბუნიამ და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” დირექტორმა მეგი საჯაიამ

აქტივობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა” და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა საინფორმაციო მასალა დაარიგეს, აკადემიური პერსონალი სკრინინგზე მიიწვიეს და ღონისძიება სკრინინგის საპოპულარიზაციო სტენდთან ფოტოსესიით დაასრულეს

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს