„სკრინინგულმა კვლევამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა!“ — ემილი გოგუას ისტორია

„სკრინინგულმა კვლევამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა!“ – ემილი გოგუასისტორია, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს!

„აუცილებლად ჩაიტარეთ სკრინინგი, თუნდაც სრულიად უსიმპტომო იყოთ! მე ვარ ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გადაურჩე კიბოსდიაგნოზს.“

დღეს ემილი გოგუა, შესაძლოა, ონკოპაციენტის მძიმე სტატუსით ცხოვრობდეს, რომ არა საშვილონოს ყელის კიბოს სკრინინგული გამოკვლევა. სკრინინგისდროს გამოვლენილმა კიბოსწინარე ცვლილებებმა და დროულმა მკურნალობამმას შესაძლებლობა მისცა, თავიდან აეცილებინა დაავადების შესაძლოპროგრესირება.

დღეს იგი საკუთარ გამოცდილებას ათასობით ქალს უზიარებს და მოუწოდებს, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმონ.

უსიმპტომო საფრთხე და ინტუიციური გადაწყვეტილება

ემილი გოგუა ის ადამიანია, ვისი ყოველდღიურობაც სხვების ბედნიერებასა დაზეიმს უკავშირდება. როგორც საქორწინო წვეულებების წარმატებულიორგანიზატორი და წამყვანი, იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

„ჩემი ცხოვრება ძალიან მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანია, თუმცარადიკალურად განსხვავებული რეალობა მექნებოდა, რომ არა ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, სკრინინგის დროს აღმოჩენილი კიბოსწინარემდგომარეობა,“ – ამბობს ემილი.

ემილის არაფერი აწუხებდა. იგი სრულიად უსიმპტომოდ, ჩვეულებრივი რიტმითცხოვრობდა. მარტის მიწურულს გადაწყვიტა, ადამიანის პაპილომავირუსის(HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაეკეთებინა. 

აღსანიშნავია, რომ HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებამდე HPV ტესტირების ჩატარება აუცილებელი არ არის, თუმცა აცრამდე ემილიმ მოინდომაჯერ გადაემოწმებინა, ჰქონდა თუ არა ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ინფექცია?

წინა წლის ოქტომბერში ჩატარებული ჩვეულებრივი „პაპ-ტესტის“ პასუხისრულიად მშვიდი იყო – არანაირი საგანგაშო ნიშანი! თუმცა, ემილიმ იცოდა, რომპაპილომავირუსს 200-ზე მეტი შტამი აქვს და მათ შორის განსაკუთრებითაგრესიულია მე-16 და მე-18 შტამები. მან გადაწყვიტა, პაპ-ტესტთან ერთად HPV ტესტიც ჩაეტარებინა.

შედეგმა ყველაფერი შეცვალა: პაპ-ტესტმა კვლავ აჩვენა, რომ „არაფერისჭირდა“, თუმცა HPV ტესტმა დაადასტურა ყველაზე აგრესიული, მე-16 შტამისარსებობა. დამატებითმა კვლევებმა კი საშვილოსნოს ყელის მძიმე დაზიანება(კიბოსწინარე მდგომარეობა) გამოავლინა.

„ამ გადაწყვეტილებამ ემილის საშუალება მისცა, დროულად გამოევლინაკიბოსწინარე ცვლილებები და მიეღო შესაბამისი მკურნალობა, რაც ამცირებსსაშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს“.

საოპერაციო მაგიდიდან – პირდაპირ სცენაზე!

დაიწყო ბრძოლა, რომელსაც წამითაც არ შეუნელებია ემილის ცხოვრებისრიტმი. საჭირო გახდა დაზიანებული ქსოვილის ლაზერული ამოკვეთა(კონიზაცია).

საოპერაციო მაგიდიდან წამოდგომისთანავე, ნარკოზიდან ახლადგამოფხიზლებული ემილი პირდაპირ საქორწინო ბანკეტის წასაყვანადგაემართა! სეზონის პიკი იყო და ღონისძიებას ვერ გადადებდა. მან გაიღიმა, სცენაზე დადგა და სხვისი ბედნიერების აღნიშვნა გააგრძელა მაშინ, როცარამდენიმე საათის წინ საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინა.

ამოკვეთილი ქსოვილის მორფოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა CIN 2 ხარისხის კიბოსწინარე დაზიანება. ემილის ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობადა დღეს თავს კარგად გრძნობს.

ამჯერად ემილი თავის მრავალრიცხოვან გამომწერებსა და საზოგადოებასუზიარებს რეკომენდაციებს, რომლებმაც შესაძლოა მათი სიცოცხლეც იხსნას:

• ჩაიტარეთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულიპერიოდულობით. საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში25–30 წლის ქალებისთვის გათვალისწინებულია პაპ-ტესტი სამ წელიწადშიერთხელ, ხოლო 30–60 წლის ქალებისთვის – HPV დნმ-ის ტესტი ხუთწელიწადში ერთხელ. HPV ტესტი მაღალმგრძნობიარეა და ავლენს ვირუსსმანამ, სანამ ის უჯრედებს დააზიანებს. 

• ისარგებლეთ სახელმწიფო პროგრამით: საქართველოში 25-დან 60 წლამდექალებისთვის საშვილოსნოს ყელის სკრინინგი სრულიად უფასოა! მიმართეთ ადგილობრივ პოლიკლინიკას და ჩაეწერეთ ოჯახის ექიმთან.

• იცოდეთ ვაქცინაციის ძალა: პაპილომავირუსის აცრა ეფექტურია როგორცქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანიამოზარდი გოგონების აცრა, რათა მომავალში ეს საფრთხე თავიდანაირიდონ.

„გახსოვდეთ, სკრინინგი ჩვენი ჯანმრთელი და მშვიდი ცხოვრების გარანტია! ნუდაელოდებით სიმპტომებს.  საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობახშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაუთმეთ ნახევარი საათისაკუთარ ჯანმრთელობას, რათა თქვენმა ცხოვრებამაც ისევე გაგრძელოსდღესასწაული, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა!“ – გვახსენებს ემილი გოგუა.ის აპირებს სამომავლოდ აქტიურად ჩაერთოს კიბოს სკრინინგისპოპულარიზაციის კამპანიებში და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისცნობიერების ამაღლებაში.

ემილი გოგუამ უკვე მონაწილეობს საინფორმაციო ვიდეორგოლში, რომელიცმომზადდა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ მიერ, დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით. ვიდეორგოლის მიზანი სკრინინგის მნიშვნელობის პოპულარიზაციაა და იგისოციალურ ქსელებსა და რეგიონულ ტელევიზიებში გავრცელდება.

მისი მოწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებსაცპროფილაქტიკური ვიზიტები დროის უქონლობის გამო გადაუდიათ ან მიაჩნიათ, რომ თუ არაფერი აწუხებთ, გამოკვლევაც არ სჭირდებათ.

ემილის ისტორია გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანიგადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა თავს კარგად ვგრძნობთ დასაფრთხის არანაირი ნიშანი არ გვაქვს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინარ უნდა დავიწყოთ, როცა ტკივილი ან სხვა სიმპტომი გვაიძულებს, ექიმსმივმართოთ.

ემილიმ საკუთარი ისტორია გააზიარა, რათა სხვა ქალებსაც დაეხმაროსდროული გადაწყვეტილების მიღებაში. შესაძლოა, სწორედ ამ ამბის წაკითხვამგადააწყვეტინოს ვინმეს გამოკვლევაზე წასვლა და ეს გადაწყვეტილებამისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს!

სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის” მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან“ თანამშრომლობით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

„ორი წელი სკრინინგის გარეშე — დღეს ონკოპაციენტი ვარ“ — ნათია დოლიძის ისტორია

„სკრინინგულმა კვლევამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა!“ — ემილი გოგუას ისტორია

„იმედის კლინიკაში“ ექთნებისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე სასწავლო ციკლი დაიწყო

ზურა მხეიძე: „პაციენტს შეიძლება ექიმის სიტყვები დაავიწყდეს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება ემოცია, რომელიც მასთან ურთიერთობის შემდეგ დარჩა“

რეზო სულუხიას თეთრი ხალათი, როგორც პაციენტისადმი უპირობო სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო!

სამედიცინო პერსონალისთვის პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებზე ტრენინგი ჩატარდა