გლდანის რაიონში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და აქცია ჩატარდა

24 აგვისტოს გლდანის რაიონში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით და “სისხლის ბანკის” ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრა და სისხლის უნაგარო დონაციის აქცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლდანის რაიონის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლები, ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი პირები და კერძო დამსაქმებელები.
სისხლი უანგაროდ ჩააბარა მსხვილი სამშენებლო კომპანიის “მეგობრობის” დირექტორმა ილია ძიგურაშვილმა და სამომავლოდ ეროვნული კამპანიის ფარგლებში “მეგობრობაში” დასაქმებულთა ჩართულობით სისხლის უანგარო დონაციის აქციის ორგანიზების სურვილი გამოთქვა.
ეროვნული კამპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და უანგარო, რეგულარული დონორების მოზიდვა და შენარჩუნება ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.

Facebook
WhatsApp
LinkedIn
Telegram
Email

გაზიარება

სხვა სიახლეები & ბლოგები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოება გაიმართა

ანა თოდუა: სიკვდილთან ბრძოლაში სკრინინგის დახმარებით გავიმარჯვე და ახლა სიცოცხლით ვტკბები!

ძუძუს კიბოს დამარცხების ისტორია: ნინო ზარიძე-მაღრაძე სკრინინგის მნიშვნელობაზე

მამოლოგი ზაზა ყატაშვილი ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

ონკოქირურგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოჯანმრთელებული ანა თოდუა ქალებს სკრინინგისკენ მოუწოდებს